რატი იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო დონეზე ამხილა BBC, რომ ის არის არა მხოლოდ „ფეიკების“ გამავრცელებელი ტელევიზია, არამედ ფარული ძალების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავებისთვის
,,აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო დონეზე ამხილა BBC, რომ ის არის არა მხოლოდ „ფეიკების“ გამავრცელებელი ტელევიზია, არამედ ფარული ძალების ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტების გაშავებისთვის და გამოიყენება, როგორც ჩანს, სპეცსამსახურების მიერაც”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი
ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
იონათამიშვილის თქმით, ამორალური ტყუილი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იკადრა BBC-იმ, არავის უკვირს.
„აქედან გამომდინარე, არავის გვიკვირს ის ამორალური ტყუილი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იკადრა BBC-იმ და როგორც ჩანს აქაც ის გამოიყენებოდა როგორც ინსტრუმენტი სიმართლის წინააღმდეგ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.