გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ შშმ ბავშვებს უმასპინძლეს (ფოტოკოლაჟი)
პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ თბილისის დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ბავშვებისათვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს საჩუქრები გადაეცემა“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ბავშვებს ახალი – 2016 წელი პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს და ბედნიერი და მშვიდობიანი წელი უსურვეს.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება დღეს გაიმართა.
ბავშვებმა, პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პრეზიდენტის სასახლეში ბავშვებისათვის სტუდია „ბასტი ბუბუს“ ღონისძიება გაიმართა. საახალწლო საჩუქრები სტუმრებს თოვლის ბაბუამ გადასცა.