ცნობილი ფრანგი კინომსახიობი მიშელ გელაბრიუ გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახი იუწყება.
გელაბრიუ სამსახიობო კარიერის განმავლობაში 250 ფილმში მონაწილეობდა. ყველაზე მეტად ცნობილია ლუი დე ფიუნესის უფროსის როლი ფრანგ ჟანდარმზე გადაღებული მრავალსერიანი ფილმიდან. გელაბრიუს ნათესავების ცნობით, ის ძილში გარდაიცვალა.