გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას.
მჯერა, რომ თავისი სიყვარულითა და სათნოებით კიდევ დიდხანს გააძლიერებს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის დაბადების დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები