თბილისის მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ “დელისში” მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელის გვირაბში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები