თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში („წითელ დარბაზში“) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის ზუსტი თარიღი და საზეიმო გახსნის ცერემონიის დეტალები დასახელდება.
პრესკონფერენციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ცნობილი ბარიტონი ლადო ათანელი, რეჟისორი გიზო ჟორდანია, მხატვრები: გოგი ალექსი-მესხიშვილი, ანკა კალატოზიშვილი, დავით მონავარდისაშვილი და სახალხო არტისტი ლილიანა მითაიშვილი, ასევე საბალეტო დასის სოლისტები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები