პენტაგონმა თარხან ბათირაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო
პენტაგონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ომარ აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) დააკავეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 დეკემბერს ერაყში, კირკუკის პროვინციაში ამერიკულმა სპეცრაზმმა აშ-შიშანი დააკავა, რომელიც ისლამისტების იერარქიაში მაღალ თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ აშ-შიშანის დაღუპვის და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელებულა, მაგრამ მოგვიანებით ის არ დასტურდებოდა. აშშ-ის სპეცრაზმი ერაყში 21 დეკემბერს ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, 100-კაციანი ქვედანაყოფი საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობს.