გიორგი კვირიკაშვილი „თავისუფალ დემოკრატებს“ ღია თანამშრომლობას სთავაზობს

იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, ჩვენს შორის საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე ფრაქციის წარმომადგენლებს განუცხადა.
“ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ერთად, ერთ გუნდში გვიმუშავია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს, საქმიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა იქნება.
ჩემი განწყობა ასეთია – გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია ყველა იმ პარლამენტართან, რომელსაც სურს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩაერთოს საინტერესო პროექტების განხილვაში, ამიტომ პირველი ჩემი შემოთავაზება არის, რომ მაქსიმალურად, გახსნილად ვითანამშრომლოთ ქვეყნისათვის საჭირო პროექტების და საკითხების ირგვლივ”, – მიმართა კვირიკაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს”.
დღესვე პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომებზე მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები