„პენიტენციურ სისტემაში ქარხნების აშენება რევოლუციური იქნება და მსჯავრდებულების დასაქმებას შეუწყობს ხელს“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მინი-ქარხნების აშენება იგეგმება. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება პენიტენციურ სისტემაში რევოლუციური იქნება და მსჯავრდებულების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
“საუბარია მინი-ქარხნების აშენებაზე დაწესებულებებში. დღეს, ბიზნესსექტორს არანაირი სტიმული არ გააჩნია, რომ რომელიმე დაწესებულებაში ქარხანა აამოქმედოს მსჯავრდებულების დასაქმებისთვის, რადგან შემდგომში, მათივე ნაწარმს სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ შეისყიდის იმიტომ, რომ არის სპეციალური რეგულაციები.
ჩვენ მოგვეცემა საშუალება, იმ ფასების ფარგლებში, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტს ექნება, შევიძინოთ ნებისმიერი ნაწარმი, რომელიც იქნება გამოშვებული ჩვენი პატიმრების მიერ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით სტიმულს მისცემს ბიზნესსექტორს, რომ ჩვენს დაწესებულებებში გახსნან ქარხნები. გეგუთის დაწესებულებაში ვგეგმავთ, სპეციალური სათბურის გახსნას, რომ შემდგომში ის ყვავილები მერიამ შეიძინოს ჩვენგან. ეს იქნება რევოლუცია პენიტენციურ სისტემაში და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს იმყოფება ჩვენს დაწესებულებაში, სურვილს გამოთქვამს, მიიღოს ამ პროგრამაში მონაწილეობა”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები