თინა ხიდაშელი: 2016 წლიდან ჯარისკაცის ფორმა მთლიანად საქართველოში შეიკერება
ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შესაბამისი პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოში ათეულობით მილიონი ლარი დარჩება.
“ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრილვარ და იმედია, მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ. საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს ეს მიმართულებაც სწრაფად ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით ათეულობით მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას”, – აღნიშნა ხიდაშელმა.