საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საჩუქრად შენობას გადასცემს

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება სასტუმრო Rixos Tbilisi-ის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საინვესტიციო კომპანია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საჩუქრად გადასცემს 3000 კვ.მ-ის ფართობის ოთხსართულიან შენობას.
აღნიშნულ სივრცეში განთავსდება სამუზეუმო ფონდები და საგამოფენო დარბაზები. პრეზენტაციას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ, ასევე პროექტის მმართველი პარტნიორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები