კუდრინი – რუსეთის ეკონომიკას უმძიმესი პერიოდი ელოდება
რუსეთის ეკონომიკაში კრიზისის პიკი ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.
კუდრინის თქმით, მას და სხვა ეკონომისტებს ეგონათ, რომ კრიზისის „ფსკერი“ უკვე მიღწეული იყო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელი აღარ იყო, მაგრამ ბოლო თვეებმა ცხადყო, რომ ასე არ არის.
„ნავთობის ფასების მკვეთრი დაწევა სერიოზული პრობლემაა. თუ ფასი ამ დონეზე დარჩება, ნახევარი ან ერთი წლის განმავლობაში, ეკონიმიკის ვარდნა გაგრძელდება“, – განაცხადა კუდრინმა.
ეკონომისტის თქმით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისულმა პროგრამამ გარე რისკები გარკვეულწილად მოხსნა, გაოცებას იწვევს. „შესაძლოა, პრობლემის პიკი მოიხსნა, მაგრამ ინვესტიციები და მოსახლეობის რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად დაეცა“, – აცხადებს რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი.