თურქეთში სირიელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოზე“ ფილმს იღებდა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ჟურნალისტი, ნაჯი ალ ჯერფი მოკლეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულებზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ალ ჯერფი, რომელიც ქალაქ გაზიანტებში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ორი შვილის მამა იყო. ნაჯი ალ ჯერფმა სირიის ომზე რამდენიმე ფილმი გადაიღო, ის ასევე გაზეთ Hentah-ის მთავარი რედაქტორი იყო. დაღუპულის ნათესავები ჟურნალისტის მკვლელობაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ.