პუტინმა ზღვისპირა ქალაქებში ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ კასპიისკში, მურმანსკში, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, სიმფეროპოლსა და იუჟნო-სახალინსკში ოპერატიული შტაბების შექნის ბრძანება გასცა, რომელთა მიზანი ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაციების დაგეგმვა იქნება. ამის შესახებ სააგენტო „რბკ“ იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, შტაბების ფუნქციაში შევა იმ საზღვაო სივრცეში ანტიტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება, სადაც რუსეთის სუვერენიტეტი და იურისდიქცია ვრცელდება. საუბარია გემებზე, რომლებიც რუსეთის დროშით დაცურავენ.
ანტიტერორისტულ შტაბებს უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ორგანოების ხელმძღვანელები ჩაუდგებიან სათავეში. ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის საიტზე გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები