„გაზპრომმა“ და „სოკარმა“ აზერბაიჯანში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის საკითხი განიხილეს

რუსულმა „გაზპრომმა“ და აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა განიხილეს, – ამის შესახებ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ეს საკითხი სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განიხილეს. „ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანში რუსული გაზის ექსპორტის საკითხს. განიხილებოდა ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა აზერბაიჯანში საწვავის მოხმარების გაზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები