საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისის სხდომა გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს, მათ შორის, კომისიის წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხს ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამის, ასევე მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირთათავის სერვისების მიწოდების დაფინანსების ქვეპროგრამების -„უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და სასახლეში“ და „უფასო სწავლება სახელოვნებო სკოლებში“ კომპონენტების განხორციელების წესის საკითხები დეტალურად განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს.