თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი დამატებითი ელექტრომატარებელი დაინიშნა, რომელიც ყოველდღიურად 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და სენაკში 14:34 საათზე ჩავა.
სენაკიდან 19:35 საათზე გამოვა და თბილისში 23:45 საათზე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები