თემო მურვანიძე საზოგადოებას მურისიძისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკოსი თემო მურვანიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოდ მოსამართლედ არჩევას ეხმაურება და სოციალურ ქსელ ფესბუქში წერს: „რადგან ლევან მურუსიძეს არ ეყო კაცობა, რომ არ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, ამიტომ, მაქვს წინადადება: ყველა ის საქმე, რომელიც მას დაეწერება, ამ საქმეში მონაწილე მხარეების მიერ როგორც მოსამართლეს, მიეცეს აცილება და ეს იქნება საზოგადოების აშკარა პროტესტი, რადგან მან ერთი საქმეც ვეღარ უნდა განიხილოს!“