გიორგი ალიბეგაშვილმა კალის ჯარისკაცების გამოფენა დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კოლექციონერ გრიგოლ რობაქიძის კალის ჯარისკაცების გამოფენა დაათვალიერა. საგამოფენო დარბაზ „იოტა როიალში“ ორი ექსპოზიცია – ზუგდიდის დადიანების სასახლისა და „შატო დე ჰიერფონის“ ისტორიული მაკეტები იყო წარმოდგენილი.
ავტორმა დაახლოებით ათას ასზე მეტი ჯარისკაცი გამოფინა, დამხმარე მასალებად კი თიხა, ხე და თექა გამოიყენა. აღნიშნული მაკეტები ათი ოსტატის მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევარში დამზადდა.
ექსპოზიციის ავტორი გრიგოლ რობაქიძე კალის ჯარისკაცებს 37 წლის განმავლობაში აგროვებდა.