აშშ-ის უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტო – „ისლამური სახელმწიფო“ ყალბ პასპორტებს ამზადებს

აშშ-ის უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სპეციალურ დანადგარებს და ცარიელ ბლანკებს იყენებენ ყალბი პასპორტების დასამზადებლად.
მოხსენების ავტორები წერენ, რომ სირიაში უამრავი ყალბი საბუთია. ასეთი პასპორტის ფასი 200-დან 400 დოლარამდე მერყეობს. ამ ქვეყანაში ყალბი პასპორტები იმდენად გავრცელებულია, რომ სირიელები მათ ჩვეულებრივ საბუთებად აღიქვამენ. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ ყალბი პასპორტების დამზადების შესაძლებლობას აშშ-ში საკმაოდ სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები