„უოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ სირიაში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა

აშშ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც ხელისუფლებიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ჩამოშორება სურს, დიდი ხნის განმავლობაში მისი რეჟიმის წარმომადგენლებთან კონტაქტებს ეძებდა, რომლებსაც სამხედრო გადატრიალების მოწყობა შეეძლოთ.
ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება. გამოცემის სტატიაში წერია, რომ ამერიკისა და სირიის ოფიციალური პირები გარკვეულ კონტაქტებს ამყარებდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, სირიის კრიზისის დაწყებისას აშშ-ის ხელისუფლება გარკვეული „ბზარების“ აღმოჩენას ცდილობდა სირიის ხელისუფლებაში, რომელიც სამხედრო გადატრიალებას ხელს შეუწყობდა. თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ იმ პირებს, რომლებთანაც ამერიკელები კონტაქტებს ამყარებდნენ, ისინი გარკვეულ სტიმულირებას ჰპირდებოდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ერთიანობა გამოავლინა და ის მოწინააღმდეგეების განადგურებას განაგრძობდა. სწორედ 2011 წლის აგვისტოში ბარაკ ობამამ ბაშარ ასადს გადადგომისკენ მოუწოდა. აშშ-ის ადმინისტრაცია თანამდებობიდან ასადის წასვლას დღესაც მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები