სომალიში შობა აკრძალეს

სომალის ხელისუფლებამ ქვეყანაში შობა აიკრძალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს მიეცათ ბრძანება, არ დაუშვან ამ ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნა. ეს აკრძალვა არ ეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც შობას საკუთარ ბინებში ხვდებიან, მაგრამ სასტუმროებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში შობას ვერ იზეიმებენ.
ამასთანავე, დღესასწაულის აღნიშვნა გაეროს წარმომადგენლობებში და აფრიკული კავშირის სამშვიდობო ძალების ბაზებზე შესაძლებელია.
2009 წლიდან სომალიში შობა პრაქტიკულად არ აღინიშნება, რადგანაც ქვეყანაში შარიათის კანონები ოფიციალურად დაწესდა. ხელისუფლება შიშობს, რომ საზეიმო ღონისძიებები შეიძლება ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ თავდასხმის ობიექტი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები