ვინ არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის არქიტექტორი და რა საგანძურს ინახავს მისი კედლები

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს, როგორცტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“. ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში,  რომელიც მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
საინტერესოა, როგორ იზრდებოდა წიგნების ფონდი და ამ დროისათვის რამდენ ერთეულს შეადგენს. ამ და სხვა საინტერესო ამბის მოსათხრობად, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს – ლევან თაქთაქიშვილს ვესტუმრე.

 – ბატონო ლევან, რა დარგის ლიტერატურას ინახავს ბიბლიოთეკა? გვესაუბრეთ, ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემების შესახებ…

12386553_970538969685740_970840579_n
– 
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდები არის უნივერსალური, ყველანაირი თემატიკის ლიტერატურა გვაქვს. საზღვარგარეთ არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკები, მაგალითად: სამედიცინო ლიტერატურა რომ არ აქვს, რადგან ეს ლიტერატურა მალე ძველდება. ამაზე გარკვეული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ჩვენთან ესეც არის.  1911 წლამდე ეროვნული ბიბლიოთეკა ლიტერატურას უმეტესად კავკასიოლოგიაზე აგროვებდა. ვინაიდან, აქაური ჩინოვნიკები რუსულად და ფრანგულად კითხულობდნენ. იმ დროში ფრანგული იმდენად აქტუალური იყო, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას გერბზე წარწერა: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით !“ ქართულად და ფრანგულად გაჩნდა.
ქართველმა ხალხმა, 1879 წელს თავად შექმნა „წერა-კითხვის გამავრცელებელი     საზოგადოება“ და ამ საზოგადოებამ   ბიბლიოთეკა დააარსა 1880 წელს, რომელიც  ეროვნულ ბიბლიოგრაფიას აგროვებდა, რომელიც შემდგომში ჩვენ გადმოგვეცა. 1918 წელს საქართველოს პარლამენტის წინაშე ექვთიმე თაყაიშვილმა საკითხი დააყენა,  რომ შექმნილიყო საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა, სადაც უნდა შეგროვებულიყო საქართველოს სავალდებულო ეგზემპლარი. 1923 წელს ამ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა.
1937  წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი ფონდიც ჩვენ გადმოგვეცა და ეროვნული ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი გახდა. საქართველოში გამოცემულ ყველა ბეჭდური გამოცემა აქ მოდიოდა, ასევე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. რეპრესირებული მოღვაწე პირების წიგნებიც აქ ინახება.
– ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებზე რას იტყვით?

12380481_970539006352403_905090403_n
– 
ჩვენი ბიბლიოთეკა კავკასიაში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა, აქ დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკა. კავკასიაში კავკასიოლოგიის ლიტერატურის ასეთი სრული ვერსია, როგორიც ჩვენ გვაქვს, არ არსებობს არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ – ჩვენი დედაქალაქი  გუბერნიის ცენტრი იყო და თბილისში მეფისნაცვლმა საჯარო ბიბლიოთეკის გახსნას ხელი შეუწყო. ბიბლიოთეკის ფონდში  “ვეფხისტყაოსნის“ ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი ინახება. ასევე – ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა. ბიბლიოთეკაში დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული უნიკალური ქართული წიგნები. პირველი ქართული პერიოდული გამოცემების არასრული კოლექცია: გაზეთი „ივერია“ (1886-1909), „ცნობის ფურცელი“ (1901-1906), „მწყემსი“ (1883 წ), „საქართველოს მოამბე“ (1909 წ), „დროება“ (1909 წ), „სახალხო ფურცელი“ (1914 წ). XVIII-XIX სს. რუსული იშვიათი წიგნები და პერიოდიკა უძველესი ებრაული, სომხური წიგნები. არსებობს იშვიათი ევროპული წიგნების კოლექცია.
ფონდში ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, დავით ჩუბინაშვილის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის პირადი ბიბლიოთეკაა დაცული. დღესდღეისობით  თითოეული საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლოთეკა გვეკუთვნის. უამრავი ოჯახი გარდაცვლილი წინაპრის პირად ფონდს გვიგზავნის, ახლახან თედო სახოკიას შვილიშვილმა – შუქია აფრიდონიძემ მისი პირადი პირადი ბიბლიოთეკა გადმოგვცა, რომელიც უნიკალურ ლიტერატურას შეიცავს, ასევე ავეჯიც.
მეოცე საუკუნის დასაწყისში (1918წ.) ევგენი ვაიდენბაუმის პირადი ფონდი ბიბლიოთეკას გადმოეცა. ასევე თამამშევის ფონდი, ეს იყო ცნობილი სომეხი მეწარმე.
შენობა ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ბიბლიოთეკას აქვს 90-მდე სამუშაო ოთახი, საერთო სამკითხველო დარბაზი 200 კაცისათვის, 6 დარგობრივი სამკითხველო დარბაზი თავის დამხმარე წიგნობრივი ფონდით. შენობის საერთო ფართობი 10000 მ²-ია. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
– შენობის არქიტექტორი ვინ გახლდათ?
1931 წელს ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხოლოდ პირველი კორპუსია. მთლიანად ბიბლიოთეკა კი ხუთ შენობაშია განთავსებული და მათგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა “ქართული სტილის”  უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა – არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ის 1907 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. იმთავითვე მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მოღვაწეობა ქართულ კულტურულ-სამეცნიერო საქმიანობას. ჯერ კიდევ მანამდე, მან საკუთარი ინიციატივით იმოგზაურა საქართველოსა და სომხეთში, გაზომა ფიტარეთისა და ბოლნისის ტაძრები. თბილისში დასახლების წელსვე, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო: არტაანის, ოლთისისა და ყაღიზიანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც არც მანამდე და არც შემდეგ არავის  გაუზომავს: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, ეინეპოსის ეკლესიები, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლოს დიდი ტაძარი და სხვ… მთავარი იმ წელს გაზომილ ტაძართა შორის – ბანას ცნობილი ტაძარი იყო.
ათი წლის შემდეგ, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის მეთაურობით ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია მოეწყო, მას კვლავ კალგინი ახლდა ხუროთმოძღვრად. მის მიერ ამ მოგზაურობის დროს შესრულებულ განაზომებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ქართული ხუროთმოძღვრების კვლევისათვის, რადგანაც ეს ერთადერთი გრაფიკული დოკუმენტია X-XI სს. შესანიშნავი ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნისა და სხვათა შესასწავლად.

12386531_970539049685732_820980727_n
– როგორც ცნობილია ბიბლიოთეკაში ფოტოლაბორატორიაც ფუნქციონირებს…
დიახ, ამ ბიბლიოთეკის ერთადერთი მინუსი ეს გახლდათ, რომ ფოტოლაბორატორია არ ფუნქციონირებდა. გავხსენით ციფრული ფოტომატიანე, რომელიც ოჯახებში დაცულ ფოტოებს აგროვებს. ამ კოლექციაში ასი ათასამდე ფოტოა. ეს ბოლო წელიწადია, ასამდე დიდი კოლექცია შევქმენით, 75 ათასი ერთეული ციფრული და  5 ათასამდე უნიკალური, ძველებური ფოტო გვაქვს. პლაკატების და ესტამპების ფონდი,  თეიმურაზ. იმდენად დიდი კოლექცია გვაქვს, ვიცი გამომრჩება საუბარი რომ განვაგრძო.
– საზღვარგარეთთან კონტაქტებზე რა გვეტყვით?
– 
კონტაქტები ბიბლიოთეკას საზღვარგარეთის 60–ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიასთან, ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან ჰქონდა დამყარებული. მჭიდრო კავშირი გვაქვს გერმანიის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან, ისინი ჩვენს თანამშრომლებს ყოველწლიურად ამზადებენ კატალოგიზაციაში. ახლაც ჩვენი თანამშრომელი ქალბატონი შორენა ოსოპოვა გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა. ასევე, უკრაინის ბიბლიოთეკებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს გვერდში ვედეგით და ვეხმარებოდით.. თურქეთის დიასპორასთან გვაქვს კავშირი, ძალიან გვეხმარება თურქეთის საელჩო: ჩვენს თანამშრომლებს თურქულ ენაში ამზადებენ.
– სასიყვარულო ისტორია…
– 
ჩვენს ბიბლიოთეკაში გაცნობის შემდგომ უამრავი ოჯახი შექმნილა. განსაკუთრებით ძველ დროს, აქაურობა შეხვედრების ადგილად იყო ქცეული. მაგ: ვიცი, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე ქალბატონ მანანას, რომელიც სამკითხველო დარბაზს ხშირად სტუმრობდა, ეზოში ელოდებოდა ხოლმე. ასევე მწერლები და პოეტები მობრძანდებოდნენ, რომელთაც არა მხოლოდ მკითხველებთან ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობები, არამედ თანამშრომლებთანაც კი (სახელებსა და გვარებს გარკვეული მიზეზების გამო არ დავასახელებ.) ამგვარად, ბიბლიოთეკა შეხვედრებისთვის საუკეთესო ადგილია.
– რა სიახლეები  ინერგება?
– 
ბიბლიოთეკაში ინტენსიურად ინერგება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა ქსეროქსებით, მიკროფირების საკითხავი აპარატურით, საპროექციო და აუდიო-ვიდეო აპარატურით, ასევე ფართოვდება ინტერნეტის  ქსელი, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მკითხველის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, აძლევს მას საშუალებას გაეცნოს უცხოურ მოწინავე სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებს ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.   ასევე, ციფრული ვერსიები იქმნება, რომლის მეშვეობითაც მკითხველი წიგნს სახლიდან გაუსვლელად გამოიწერს. სხვათა შორის, მკითხველთა რაოდენობა იზრდება და მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს – დღევანდელი თაობა წიგნიერია.
არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მიზნად ისახავს გერმანიის რამდენიმე ქალაქში ქართული ბიბლიოთეკების გახსნას.

 

                                                                                                                                          მეგი მაჭარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები