ხობის რაიონში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში სამართალდამრღვევებმა მოინადირეს ნუტრია.
სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს და დალუქეს ნუტრიას ხორცი, ტყავი და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.