შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს

5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს. როგორც ე.წ. მოდულის შენობასთან პაპიძის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განაცხადა, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა.
ადვოკატის თქმით, პაპიძე ამბობს, რომ სახლიდან გასულმა მეუღლეს, რომელიც სადარბაზოსთან ნასვამ მდგომარეობაში დაცემული იყო, ფეხი წამოკრა, ამის შემდეგ კი ყვირილი დაიწყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა.
5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით კი შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალის წარდგენიდან 24 საათში უნდა მიმართოს. სასამართლო კი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 24 საათში იმსჯელებს.
დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები