მოსკოვის ოლქში ქართველი დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვის ოლქში ქართველი დააკავეს, რომელმაც მიტიშის რაიონში ავტომობილი გაძარცვა. ამის შესახებ ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამმართველო იტყობინება. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი წარმოშობით საქართველოდან არის. მან ავტომანქანიდან ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და ფული მოიპარა. ზარალის საერთო ოდენობამ 14 ათასი რუსული რუბლი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ქურდი ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები