შალვა აბულაძის განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ახალციხის რაიონული სასამართლო შალვა აბულაძისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა.
მათი განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
“ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში გიორგი მახარაშვილზე და გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის, ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვის ვადით.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი), 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 3531 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 3531 მე-3 ნაწილის საქნციის ფარგლებში დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის, შეძენა შენახვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა“,-აღნიშნულია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები