საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე ადრანიკ ასატურიანი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ქალაქ სამტრედიაში აქციზური მარკის გარეშე, უკანონიდ გადაზიდა და მოქალაქეზე გაასაღა 4800 კოლოფი სიგარეტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.