ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრს ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას მოხდა. მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა წახალისებულია ხელისუფლებისგან და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები