ლევან მურუსიძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა მე-15 კონფერენციის დაწყებისას განუცხადა.
მისი თქმით, შეტევა მოსამართლეთა თანამდებობებზე გარკვეული პირების დანიშვნას უკავშირდება.
“დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კუთხით: მოგეხსენებათ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მიმდინარეობს შეტევა, რათა მოსამართლეთა თანამდებობაზე გარკვეული პირების გაყვანა არ მოხდეს.
ამაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, ვისაც ეს ეხება და ვისაც არ ეხება, არის კომპეტენტური, თუ არ არის კომპეტენტური. დღევანდელი დღე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მოვუსმინოთ ადამიანებს, ვისაც ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, მაინტერესებს, რა პოზიცია ექნება სასამართლო სისტემას, რა პოზიციაც ექნებათ, იმას გავატარებთ შემდგომში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ლევან მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. იგი სამოსამართლეო საქმიანობის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები