სირიაში ლიბანელი “ბოევიკების” ლიდერი სამირ კანტარი მოკლეს

სირიაში, დამასკოს გარეუბანში, სარაკეტო დარტყმის შედეგად ლიბანელი “ბოევიკების” ლიდერი სამირ კანტარი მოკლეს. ინფორმაციას უცხოური მედია კანტარის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს.
ისრაელმა “ჰესბოლას” 4 “ბოევიკი” ციხიდან 2008 წელს გაათავისუფლა და ლიბანში დააბრუნა. მათ შორის იყო სამირ კანტარიც. 4 ისრაელელის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ციხეში თითქმის 30 წელი გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები