თბილისში მამა-შვილის ცხედარი იპოვეს – ბავშვი სავარაუდოდ გაგუდეს

თბილისში, ფერაძის ქუჩაძე მამა-შვილის ცხედარი იპოვეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები