შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა (ფოტო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დუმიტრუ ბადეას და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპს შეხვდა.
მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის საერთაშორისო პრაქტიკასა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის რესპუბლიკისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინციატივის ფარგლებში, სტუმრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ და ჟანგბადის ბალონების სატუმბი კომპრესორი საჩუქრად გადასცეს. აღნიშნული ავტომანქანა განკუთვნილია მაღალმთიან რეგიონებში სამაშველო ოპერაციებისთვის, კომპრესორი კი საველე პირობებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გამოიყენება. საჩუქრად გადმოცემული ტექნიკა და აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.
2
4
3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები