საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მოქალაქეთა 89 განცხადება განიხილეს.
საკრებულოს წევრები მოქალაქეების განცხადებებზე თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და უშუალოდ განმცხადებლებთან ერთად მსჯელობენ.
კომისიის თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოსახლეობის მისამართით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა კვირაში ორჯერ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები