საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს და დეტალურად გაიარეს ყველა ის საკითხი, რომელიც დეპუტატებს თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
საკრებულოს წევრებმა მიმდინარე საკითხები, მათ შორის თბილისის მერის დავით ნარმანიას წერილით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტები განიხილეს. დეპუტატების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი მომავალ სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის შენიშვნებისა და რეკომენდსაციების გათვალისწინებით გავა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომას მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, ასევე თბილისის მერიისა და სხვადასხვა სსიპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები