თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო და ჯანდაცვის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ამ კუთხით ბიუჯეტში, აუტიზმისა და C ჰეპატიტის საპილოტე პროგრამებთან ერთად, ადრეული ძუძუს მკურნალობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინიგი, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლატაცია და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკაა წარმოდგენილი.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წელს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის ზრდამ, საერთო ჯამში, 3 მლნ. 647 600 ლარი შეადგინა.
,,სხვა სოციალური საკითხებზე გათვალისწინებული ბიუჯეტი ჩვენს მოქალაქეებს ზუსტად ისევე მოემსახურება, როგორც წელს. ცხადია, წლის განმავლობაში გარკვეული გადანაწილებები და სხვა თანხების მოძიების პროცესი განხორციელდება, რაც ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, ბიუჯეტის ამ მუხლში სოციალურ საკითხებს თანხები კიდევ მოემატება’’,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები