სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის სამუშაო სესია გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის სამუშაო სესია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ იანიკ გლებარეკმა მიმართეს, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს მრავალპარტნიორულ ფონდს და გაეროს გარემოს დაცვის გლობალურ პროგრამას 140 ქვეყნის პორტფოლიოთი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ინოვაციური დაფინანსების საკითხები განიხილეს, ასევე მიმდინარე კვლევები შეაჯამეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი სოლოდარობის გლობალური გადასახადების დაწესება გარემოსდაცვითი ღონისძიებების გასაძლიერებლად.
შეხვედრზე, ინოვაციური დაფინანსების ინიციატივებში ნავთობის ადგილობრივი ბიზნესის ჩართვის შესაძლებლობებიც განიხილეს, როგორც კერძო სექტორის კორპორატიული პასუხისმგებლობა. საქართველოს შემთხვევაში საგადასახადო რეჟიმით დამატებით თუნდაც სიმბოლური გადასახადის დაწესება ამ ეტაპზე არარეალისტურია. ამდენად, ინოვაციური დაფინანსების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავად კერძო სექტორის ინიციატივას, რომ მოხდეს როგორც ჯანმრთელობის ასევე გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები