„პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და კმაყოფილი ვარ”

იყენებენ თუ არა ქართველი მედიკოსები ჯენერიკ-მედიკამენტებს, მათ შორის ინდური წარმოების ჯენერიკებს და კმაყოფილნი არიან თუ არა მათი ეფექტურობითა და ხარისხით, – ამ საკითხებზე პედიატრმა ილონა ხიზანეიშვილმა ისაუბრა:

d83c2e7bcc4271def9456382bcf0c92fce377569
“ჯენერიკებს პრაქტიკაში ვიყენებ. განსაკუთრებით ვნიშნავ იმ დასახელებებს, რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე მაქვს გამოცდილი და შედეგით კმაყოფილი ვარ. ბევრი ჯენერიკი ეფექტურია, ნამდვილად და, შესაბამისად, მათ უფრო ხშირად ვნიშნავ. ის განწყობა ნამდვილად არა მაქვს, რომ ჯენერიკები კატეგორიულად ამოვიღო პრაქტიკული გამოყენებიდან. ასევე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ განვითარებად ქვეყნებში, იგივე ინდოეთში წარმოებული წამლები უხარისხოა. პირადად გამომიყენებია ინდური წარმოების პრეპარატები და ნამდვილად არ მქონია უარყოფითი ეფექტები. თუმცა, როდესაც განსაკუთრებული შემთხვევა მაქვს და პაციენტის მდგომარეობა რთულია. თუ მაქვს არჩევანის საშუალება, უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ვიყენებ ჯენერიკებსაც და კმაყოფილი ვარ მათი მოქმედებით და შედეგიანობით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები