მეშვილდიშვილების მრავალსულიან ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილთა სამინისტრომ მეშვილდიშვილების მრავალსულიან ოჯახს, თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში ოთხოთახიანი და სამოთახიანი ბინები გადასცა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამ მეშვილდიშვილი და მისი მეუღლე 1991 წელს ცხინვალიდან დევნილების პირველ ტალღაში მოხვდნენ. ბატონი გურამის მეუღლე სოხუმელია, ამიტომ გადაწყვიტეს საცხოვრებლად სოხუმში გადასულიყვნენ. მეშვილდიშვილების ოჯახმა სოხუმში სახლიც იყიდა, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ კი ხელმეორედ გახდნენ დევნილები. 24 წლის განმავლობაში მეშვილდიშვილების ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი არაერთხელ გამოიცვალა. ამ დრომდე კი 12-სულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები