საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასა და საქალაქო სამსახურის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელთან გეგა ზურაბაშვილთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის „ინტეგრირებული სპორტული ცენტრის“ შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს და „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსური სპორტული ცენტრის“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის საკითხი განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განსაზღვრეს. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქეთევან ჯოხაძის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის წევრი რატი იონათამიშვილი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები