პროკურატურამ ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაჰკითხა

პროკურატურამ ყოფილი მთავარი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი დაჰკითხა. გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა.
როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა, ბადაშვილი ე.წ. შეწყალების საქმეზე დაიკითხა.
მისი თქმით, ბადაშვილმა გამოძიებასთან საქმის შესახებ მისთვის ცნობილი გარემოების თაობაზე ისაუბრა. შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის წინ რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა,რის შემდეგაც მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები