საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი პოლიციამ დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის შვილი დააკავა, მაგრამ მალევე გაათავისუფლა.
პოლიცია ეჭვობს, რომ ტომას ფაბიუსი გადასახადებს მალავს. საქმე ისაა, რომ ტომას ფაბიუსი მდიდრულ და ხელგაშლილ ცხოვრებას ეწევა – მან პარიზში 7 მილიონ ევროდ აპარტამენტები შეიძინა. ამასთანავე, ის ოფიციალურად არსად მუშაობს.
პროკურატურა ეჭვობს, რომ ფაბიუსი – უმცროსი თავად ათეთრებს ფულს, ან მისი მეშვეობით ამ დანაშულებრივ ბიზნესს სხვა პირები ეწევიან. იმოქმედებს თუ არა ეს სკანდალი თავად ლორან ფაბიუსზე, ძნელი სათქმელია. ის ხომ მთავრობაში ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს და ახლაც მინისტრთა კაბინეტის წევრია. ბევრი მას „ჩაუძირავს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები