ყალბი 50-ლარიანი კუპიურების დამზადება – გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ასაღებდნენ ყალბ 50-ლარიან კუპიურებს.
„დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთი და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები