ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღეს

ქუთაისში, “პე ეს პეს” აფთიაქი დააყაჩაღეს. შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირები აფთიაქში შეიჭრნენ და ფარმაცევტს ფულს სთხოვდნენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 178-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები