თბილისში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს

თბილისში, ბახტრიონის N11-ში მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკის ფილიალიდან, ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები