ერთი იუანი სუფთა ჰაერისთვის – ჩინეთის რესტორნის ადმინისტრაციამ ახალი გადასახადი დააწესა

ჩინეთის ქალაქ ჩზანცზიაგანის რესტორნის ადმინისტრაციამ (ძიანსუს პროვინცია) მომხმარებლები აიძულა, საკვების გარდა, სუფთა ჰაერისთვისაც გადაიხადონ, რომელსაც ისინი დაწესებულების კედლებში სუნთქავენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მეპატრონეებმა ჰაერის ფილტრაციის სისტემა დაამონტაჟეს, რისთვისაც მომხმარებლების ანგარიშს გაუფრთხილებლად ერთი იუანი დაუმატეს.
დამატებითი გადასახადის გამო, რამდენიმე კლიენტმა აღშფოთება გამოხატა, რის გამოც მეპატრონეებს აეკრძალათ სუფთა ჰაერისთვის ფული აეღოთ. ეს თემა სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის თემად იქცა. არაერთი ფეისბუქმომხმარებელი რესტორნის ადმინისტრაციის პოზიციას მიემხრო. ისინი წერდნენ, რომ „სუფთა ჰაერისთვის“ სიამოვნებით გადაიხდიდნენ დამატებით გადასახადს, თუმცა სოცქსელის მომხმარებლები, ძირითადად, თანხმდებიან, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას კლიენტები წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, პეკინში ჰაერის დაბინძურების დონე, დაშვებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს 24-ჯერ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები