დავით საყვარელიძე არსენ იაცენიუკის განცხადებებით შეურაცხყოფილია

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე აღშფოთებულია პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის განცხადებებით, რომელმაც ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „გასტროლებზე ჩასული“ უწოდა.
„მე პირადად ველოდი, როდის დაიწყებენ ლაპარაკს ეს კვაზი-რეფორმატორები და ვითომ პოლიტიკოსები, რომლებსაც რატომღაც ჰგონიათ, რომ მაიდნის ლიდერები სწორედ ისინი იყვნენ. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიზანია რეფორმების იმიტაცია და არა რეალური ცვლილებების განხორციელება“, – წერს საყვარელიძე ფეისბუქში.
მისი თქმით, ერთადერთი წარმატებული რეფორმა უკრაინაში არის საპატრულო პოლიცია, რომლის რეფორმირება უკრაინულ-ქართულმა გუნდმა განახორციელა. ამასთანავე, საყვარელიძის თქმით, სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების კრიტიკა ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები