შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი ავთანდილ კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაგებში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, გიორგი კ-ს პირადი ჩხრეკისას, „გირსანის“ მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავთანდილ კ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები