თბილისში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა

თბილისში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, რამდენიმე ადგილას კი ქარმა ხე მოგლიჯა. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ელექტროსადენებს დაეცა. შემთხვევის შედეგად დადიანის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ამასთან, თბილისში, იმერეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, რის შედეგადაც ღია ცის ქვეშ სამი ოჯახი დარჩა, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები