რუსუდან შარაძე: ელისაშვილმა დიდი ფული აიღო სააკაშვილისგან

„ახლა მე ვიტყვი, რომ ელისაშვილმა დიდი ფული აიღო სააკაშვილისგან და მიყაროს, აგერ, კაკალი”, – ამ სიტყვებით ეხმაურება გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს. რუსუდან შარაძე ალეკო ელისაშვილის ამჟამინდელ ქმედებებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადარებს.
„ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავსო, წავიკითხე. არ შეიძლება, ვინმემ ამის დედას მიმართოს, რომ დააოკოს თავისი ავანტიურისტი შვილი? ასე იწყებდა მიშაც! თუმცა, მიშა ვირტუოზია ამ აქუ-ჯანგის ჭიასთან. ისე, ვინ იცის? თითქოს, აზრი რომ მოეკითხება, იმ ხალხიდანაც ზოგიერთი კმაყოფილებას ვერ მალავს. სხვათა შორის, ეს იგივე ხალხია, თავის დროზე სახურავებზე მორბენალი სააკაშვილით რომ იყვნენ აღფრთოვანებულები და მერე თავში ხელებს იცემდნენ. მოკლედ, დიდი ბოდიში და ვაი, თქვენს პატრონს!
P.S. ახლა მე ვიტყვი, რომ ელისაშვილმა დიდი ფული აიღო სააკაშვილისგან და მიყაროს, აგერ, კაკალი”, – წერს რუსუდან შარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმართა სიების შედგენისას კონკრეტული პირები დიდ ფულს აკეთებდნენ. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები